პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილის პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს:
“პარლამენტის ნდობის ჯგუფში, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლისთვის იმუშავებს, შესაძლებელია ჯგუფის მე-5 წევრის ერთი ადგილი დაიკავოს როგორც ფრაქციებიდან წარდგენილმა კანდიდატებმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პოსტის დასაკავებლად წარადგინა საკუთარი კანდიდატურა და ხმასაც თავის სასარგებლოდ მისცემს!”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები