EgyptAir-ის ჩამოვარდნილი ლაინერის “შავ ყუთს” ხმელთაშუა ზღვის ფსკერიდან სავარაუდოდ ორი დღის განმავლობაში ამოიტანენ.
ორი დღის წინ ეგვიპტის ხელისუფლებამ ტრაგედიის ადგილთან წყალქვეშა გემები გააგზავნა. თუ შავი ყუთი დაზიანებული იქნება, მაშინ მათ ევროპაში გაშიფრავენ.
ამავე დროს, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ეგვიპტური მედია. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ანგარიშიდან ირკვევა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდნილი სამგზავრო ლაინერი 2013 წელს ავარიულად დაეშვა. ამის მიზეზი კი ერთ-ერთ ძრავასთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.
პარიზიდან კაიროში მიმავალი სამგზავრო ლიანერი 20 მაისს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა.
კომენტარები