შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის განმარტებების მიუხედავად, რომ 2022 წელს მომხდარ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემულები არიან, აქცია გაიმართა. ახალგაზრდების სახელით დაანონსებულ აქციაზე, ოპოზიციონერი ლიდერები გამოჩნდნენ. ნაციონალური მოძრაობის ძველი და ახალი სახეები ძალადობას აპროტესტებდნენ
„მხოლოდ რიგითი პოლიციელების დასჯა ამ სისტემურ დანაშაულებში არ არის ის, რაც აუცილებელია“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.
„ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკური ფაქტიც არის, გარდა სისხლისსამართლებრივისა და ბუნებრივია, რომ პოლიტიკოსებს ამასთან დაკავშირებით თავიანთი შეფასება მუდამ ექნებათ და ასევე მოქალაქეებსაც. ამ სისტემის ზედამხედველი ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი როგორ არის – ან თანამდებობრივის, ან სისხლისსამართლებრივის?“ – აცხადებს „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.
