ზურაბ ნოღაიდელმა სასამართლო პროცესზე 2006 წლის 27 იანვარს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, მთავრობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სრულად იყო ინფორმირებული მომხდარის თაობაზე.
“პოლიტიკური შეცდომა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა”, – განაცხადა ნოღაიდელმა. მისი თქმით, სააკაშვილი ამას აპირებდა კიდეც, თუმცა მოგვიანებით ეს გაურკვეველი მიზეზებით გადაიფიქრა.
“დამიძახა სააკაშვილმა და მითხრა, ვანო მერაბიშვილი კაცს აღარ ჰგავს და უნდა გავუშვაო, მერე რატომ გადაიფიქრა, არ ვიცი… არ მჯეროდა, რომ სააკაშვილი გაბედავდა და ასეთ პასუხისმგებლობას აიღებდა”, – განაცხადა ნოღაიდელმა.
სასამართლო პროცესისას ექსპრემიერმა გაიხსენა ისიც, რომ მერაბიშვილის გათავისუფლების თაობაზე ის ესაუბრა პარლამენტის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესა და თავადაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს.
მისი თქმით, გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულების შეწყალება მოხდა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით და ეს დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო.
წყარო: “კვირის პალიტრა”