„ბავშვთა სამყაროს“ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიაში დღეს საკოორდინაციო თათბირი გაიმართება.
თათბირს თბილისის მერი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს და მას მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შდეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარების და დაზარალებულთა შესაძლო დახმარების გზებზე ისაუბრებენ.
კომენტარები