უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Українська революція მორიგ სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ (მიხეილ სააკაშვილი ესაუბრება დავით საყვარელიძეს):
სააკაშვილი: კარგია. მეც ველაპარაკე ვიღაცეებს. პიარის კუთხით მაქსიმალურად უნდა გავაქტიურდეთ, რომ გივის არ მიეწეროს ეს ყველაფერი. მემგონი ვერ გაბედავენ და გამოუშვებენ ამიტომ შენც უნდა გამოჩნდე ხშირად, რომ ჩვენ მივიწეროთ ბოლომდე ცერცვაძეს გამოშვება. ისე ეს თემა მაგარი აწია გვარამიამ და კიდევ დაგვეხმარება.
საყვარელიძე: კი და თანდათანობით მაგრად ხურდება. იმენნა გაფარჩაკდნენ. ხმას ვეღარ იღებენ და რაღაც გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ. მაგრად აეწვათ
სააკაშვილი: აბა რა ეგონათ. ჯერ კიდევ სად არიან. ბოლომდე უნდა შევუსრულოთ. სხვა ხდება რამე?
საყვარელიძე: ბიჭები ჩამოვიდნენ თბილისიდან. მოკლედ იმ ალავიძეს და ქათამაძეს გაეგზავნათ ამანათები და ჩაიბარეს, იქ როგორც ვთქვით, დავუდასტურეთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი იმედი, მომავალი გარანტირებული გაქვთ ყველანაირად ასეც და ისეც, კარიერულად ერთი მინისტრად, მეორე თავმჯდომარედ და რაღაც განსაკუთრებული კი არ გევალებათ მოკლედ თემა უნდა ააფეთქოთ-თქო. ზეწოლის, თვალთვალის, დატერორების და დაშინების რეჟიმში გვამყოფებენ და აღარ ავიტანთ ამას-თქო. ოდნავ გაახმოვანეთ და ან თუნდაც გარეთ გამოაჟონინეთ მაგ ინფორმაციას და დანარჩენს გვარამია მიხედავს-თქო. მაგათი ამბავი ზოგადადაც ხომ ხედავთ წასულია თქო. თან გმირები და ხელშეუხებლებიც გამოხვალთთქო. მერე ტელეფონითაც მივანიშნე, რომ ჩვენ ვართ რომ არ შეშინებულიყვნენ.
სააკაშვილი: ანუ იმედი გვაქვს ?
საყვარელიძე: დარწმუნებული ვარ. გვარამიასაც ყველანაირად ეიმედება და თავისი ხაზით კონტაქტზეა. რაც მთავარია, ორივენი ამ უნიათოების მთავრობას ვერ იტანენ და ჩვენი მომხრეები არიან. უყურებენ ჩამოეშალათ თავზე სასამართლოც და ისედაც ანგრევენ ქვეყანას.