ევროკავშირი ყოველთვის იდგა იმ პოზიციაზე, რომ ყველა კრიტერიუმის შესრულების შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვიზალიბერალიზაცია ძლიერი სიგნალია ქართველებისთვის. საქართველო ევროკავშირის პარტნიორია და ევროკავშირის ირგვლივ მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ“, – აღნიშნა მარია გაბრიელმა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოტანით საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპულ ღირებულებებს, რაც ხელს შეუწყობს კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას.
კომენტარები