კარგი სიახლე საქართველოს მოქალაქეებისათვის – ვიზალიბერალიზაციის დამტკიცება ცხადყოფს, რომ ევროპა თავის დანაპირებს ასრულებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი წერს.
ჰანი დარწმუნებულია, რომ ევროსაბჭო განაგრძობს ამ პროცესს.
‘დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭო განაგრძობს ამ პროცესს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა მალე შეძლონ უვიზო რეჟიმით მგზავრობის დამსახურებული სარგებლის გამოყენება“, – დასძინა იოჰანეს ჰანმა.
კომენტარები