ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზციის მინიჭებას ეხმაურება და თავის ოფიციალურ გვერდზე, განცხადებას აქვეყნებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას! ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს.
განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც თავისი წვლილი შეიტანეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საქმეში. ამ გამარჯვების უკან დგას მრავალი ადამიანის ძალისხმევა და საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმი. ეს იყო მეტად შრომატევადი სამუშაო, რაც წარმატებით დასრულდა და ჩვენი ქვეყანა გაძლიერდა.
დიდი მადლობა ყველას!”,-წერია განცხადებაში.
კომენტარები