ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დღეს 25 ბავშვის მშობლის განაცხადი დავადასტურეთ.
დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდე მოხმარდება ამ ბავშვების ბრძოლას ონკოლოგიურ დაავადებებთან.ეს თანხა ყველა ჩვენთაგანის შეტანილი თითო ლარია, ეს 240 ბავშვი ყველამ ერთად გადავარჩინეთ.
ბოლო 2 წელია საქართველოში არცერთი ბავშვი (ონკოლოგიური დაავადებით) უსახსრობის გამო მკურნალობის გარეშე არ დარჩენილა!
2 წლის წინ ამ დროს ვიწყებდით ფონდის აწყობას!
მადლობა ირაკლის, ყველა საჯარო მოხელეს,ფონდის ყველა თანამშრომელს და ყველა კომპანიას ვინც ფონდის პარტნიორია!
შეუერთდით თქვენც! #სიკეთეგადამდებია“
კომენტარები