ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ისრაელი. ომის მესამე დღე
1. დღეების თვლას აღარ გავაგრძელებ. ადრე დამთავრების ნიშნები თავიდანვე არ ჩანდა. როცა ჯარს თავისუფალი მოქმედებების უფლება მიეცა, ეს არ ხდება ერთი-ორი დღის გამო. ბოლოს ეს პარაგრაფი 1973 წელს გამოიყენეს.
2. ღაზას დაბომბვის შედეგად დაღუპულია 500 ადამიანი. ისრაელმა დაკარგა 700 მოქალაქეზე მეტი, დაჭრილია სულ მცირე 2000. ღაზაში გადაყვანილია 130-ზე მეტი ებრაელი, მ.შ. არიან გენერლები, სხვა სამხედროები. ეს ციფრები კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მალე არ დასრულდება.
3. ისრაელის ჯარმა ღაზას მოსაზღვრე რაიონებში კონტროლი აღადგინა და გადადიან ოპერაციის ახალ ფაზაზე – ჰამასის განადგურება. თუმცა, ამ ქალაქებში ბრძოლები გრძელდება.
4. ისრაელი და ჰამასი აგრძელებენ საჰაერო შეტევებს. იბომბება ღაზაც, ისრაელიც.
5. არავის უხსენებია ერთი საინტერესო დეტალი. სადღაც ერთი თვის წინ, G20-ის სამიტზე ინფოეთში, გამოცხადდა ახალი სატრანზიტო მარშრუტის შესახებ, რომელსაც ჩინეთის სატრანზიტო ინიციატივის “ერთი სარტყელი, ერთი გზა”, კონკურენტი უნდა იყოს. ეს ახალი მარშრუტი ისრაელზე უნდა გავიდეს. ჩინეთის მარშრუტი სამი მიმართულებით გადის: რუსეთის, კავკასიის და ირანის გავლით. სხვათაშორის 2014 წლამდე სირიაც განიხილებოდა ევროპისკენ სატრანზიტო მარშრუტად. ეს ისე. რამდენადაა ომის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, ოდესმე ვინმე იტყვის.
6. ისევ საუბრობენ, რომ არ მჯერა მოსადს და აშშ-ის დაზვერვას გამოპარვოდაო. შეთქმულების თეორიების მოყვარულები ყოველთვის იარსებებენ. ჩემი აზრი წინა პოსტებში დავწერე. ის რომ, თუ მშვიდობა დადგება, პასუხისგება მოუწევთ, ეჭვი არავის შეეპაროს.
7. ჰამასს ბევრი უცქერის როგორ ბანდას. შეიცვალა დრო. ჰამასში, ჰესბოლაში, მსგავს ორგანიზაციებში კარგად გაწვრთნილი მემრძოლებია. ვინ დახვდა მათ, როცა შეიჭრნენ სასაზღვრო ზოლში, რა დონის მომზადება ჰქონდათ მათ, საკითხავია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ 10 თანამედროვე ებრაული ტანკი “მერქავა” გაიტაცეს, ბევრ კითხვას ჰბადებს. გენერლები საიდან გაიტაცეს, ჯარის გარეშე იყვნენ?
8. განვითარების სცენარები ისევ ბუნდოვანია. საუბრობენ სამ შესაძლო სცენარზე. ვნახოთ. გენერლების და სხვა ტყვეების დახსნას რომ შეეცდებიან, ეს ერთი ვერსიაა. თუ ექნებათ ის განცდა, რომ მათ მაინც მოკლავენ, მაშინ გააგრძელებენ ღაზას დაბომბვას და სახმელეთო ოპერაციაც გარდაუვალი იქნება.
9. ისრაელმა 2 დღეში 300 ათასზე მეტი რეზერვისტვი გაიწვია. ალბათ 1-2 დღეში სახმელეთო ოპერქციისთვის მზად იქნებიან. რას გამოიწვევს ღაზაში შესვლა, ვერავინ იტყვის. მუქარა გაისმა 2 დღის წინ, რომ შესვლის შემთხვევაში ჰესბოლა ჩაერთვება. ჰესბოლა მძლავრი ძალაა. მთავარ კითხვად და პრობლემად ისევ და ისევ ომის მონაწილეთა რიცხვის გაფართოება რჩება. ამაზე ჯერ პასუხი არავის აქვს.
10. ბოლო ომების (ყარაბაღი, უკრაინა, ისრაელი) საბრძოლო გამოცდილება, ტაქტიკა, ბრძოლის ახალი მეთოდები სერიოზულად უნდა შეისწავლონ ჩვენი ქვეყნის სამხედრო-სამეცნიერო დაწესებულებებმა. სახელმწიფო ამ საკითხს მთელი სერიოზულობით უნდა მიუდგეს.
P.S. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისევ გავიმეორებ, გუშინაც დავწერე: ისრაელში ბოლო 3 წლის მანძილზე ქრონიკული არჩევნებია. ხუთჯერ ჩატარდა არჩევნები, მესამე პრემიერი შეიცვალა. ეს აზიანებს სახელმწიფოს. აქცენტები, ყურადღება, რესურსები გადართულია შიდა პრობლემებზე.”