„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია გადაცემების დახურვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა, 6 თებერვალს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე აღმასრულებელი საბჭო ტელევიზიის განვითარების შესახებ საზოგადოებას ხედვას წარუდგენს.
„აღმასრულებელი საბჭო საზოგადოების წინაშე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განვითარების შესახებ საკუთარ ხედვას წარადგენს, რათა საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს სურათი და ის, რა ვითარებაა ტელევიზიაში. ტელევიზიაში არ არის სახარბიელო ვითარება. ჩვენ გვინდა, რომ მთლიანად საზოგადოების სამსჯელო და დისკუსიის საგანი გახდეს და ეს არ იყოს ერთი მცირე ჯგუფის სამფლობელო და მხოლოდ მისი განსასჯელი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის” „საზოგადოებრივ მაუწყებელის“ ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვისა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის გეგმაზე საუბრობს. როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ და ასევე იგეგმება საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა.

კომენტარები