აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შუახევის მცხოვრებლებს დღესასწაული მიულოცა.
დღესასწაულზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო. მოეწყო შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები.
ასევე, გაიმართა საპატიო შუახეველების დაჯილდოების ცერემონია. „შუახევობა“ საზეიმო კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.
„შუახევობის“ დღესასწაულში აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კომენტარები