უმწიფარი და თან ყველაფერთან ერთად პლუს უტიფარი ყოფილი პოლიციელი “რავარია”?! – ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში, საქართველოს პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელისა და უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსის, – ხატია დეკანოიძეს შესახებ წერს:
„ხატია დეკანოიძეს მოვუსმენე ( ცოტა ხნით ცხადია😂) , აზროვნების (პოლიტიკური) ხარისხი ასეთია: ” გეფიცებით არ ვარ მოსყიდული და არც უმწიფარიო”. “არ ვიცი რატომ დამაბრალეს უმწიფრობაო”😃”გვარების დასახელება მომთხოვესო და პარტნიორებს და კონკრეტულ გვარებს ხომ არ დავასახელებო, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდათო , ბარემ ერთად დავაბრალებ ოპოზიციას გვარების დასახელების გარეშეო“.
არა რა … უმწიფარი და თან ყველაფერთან ერთად პლუს უტიფარი ყოფილი პოლიციელი “რავარია”?! ამ ქალისგან ქუდიც აღარ დარჩა პოლიციელის , “ყარს”საცეცები ოცნებასთან ერთად ……..“ – წერს თაკო ჩარკვიანი.