“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
ინაშვილს მიაჩნია, რომ მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო დასათხოვია. მისი თქმით, საბჭოს არა პოლიტიკური პარტიები, არამედ ჟურნალისტური წრეები უნდა აკომპლქტებდნენ.
,,არავითარი შეხება „ბორდთან“ პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ. „ბორდი“ უნდა იქმნებოდეს ჟურნალისტური წრეებისგან. ჟურნალისტური გაერთიანებები თვითონ უნდა ასახელებდნენ კანდიდატურებს „ბორდში“ წარსადგენად. დღევანდელ „ბორდს“ არაფერი საერთო არ აქვს ჟურნალისტიკასთან. ახალი რეფორმის არსი არ ვიცი რას გულისხმობს. რაც ზედაპირზე ჩანს, იხურება გადაცემები და მტკივნეული პროცესი მიდის ჟურნალისტებისთვის. მე მათ ვურჩევდი კორექტულობას და რბილი იყვნენ ჟურნალისტებთან მიმართებაში. ძალიან კარგი გუნდი მუშაობს და არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით მათ დაატოვებინონ პროფესია.
დეპუტატი გენერალური დირექტორის მრჩეველს ია ანთაძესაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი რეკომენდაციები და რჩევები საზოგადოებრივი მაუწყებლის არცერთ ჟურნალისტს არ სჭირდება.
,,ია ანთაძეს ჩააბარონ გამოცდა, ძალიან უხერხულია. ის არის პედაგოგი და როგორც მე არ ვაბარებ გამოცდას პედაგოგიკაში, ისე მან არ უნდა ჩაიბაროს ჩვენგან გამოცდა ჟურნალისტიკაში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.