“ლეიბორისტული პარტიის” ყოფილი წევრი, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი “ლეიბორისტული პარტიის” ანგარიშების შესაძლო დაყადაღების საკითხს გამოეხმაურა.
შატბერაშვილის ინფორმაციით, პარტიის ანგარიში არ დაყადაღებულა, მას ინკასო დაედო. მისი თქმით, პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საშობაოდ მეუღლესთან ერთად აშშ-ში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რისთვისაც მან ანგარიშიდან ათობით ათასი ლარი გამოიტანა, ასევე მან არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, რის გამოც ანგარიშებს ინკასო დაედო.
“ნათელაშვილისთვის არ დაუყადაღებიათ ანგარიშები. ეს არის ტყუილი, რომელიც ბოლო წლებში ასეთი ჩვეული გახდა ნათელაშვილისთვის და მისი მეუღლისთვის პოეტ ბელა ალანიასათვის. ჩვენთვის აბსოლუტურად დამოუკიდებელი წყაროსგან ცნობილი გახდა, საშეამოსავლო სამსახურებიდან, რომ მისი ანგარიშები დაყადაღებული კი არ არის, არამედ ინკასო აქვს დადებული. ერთი უბრალო მიზეზის გამო საშობაო ტური ნათელაშვილმა და მისმა მეუღლემ მოუწყეს საკუთარ თავს აშშ-ში, ამისათვის მან ბიუჯეტიდან გამოიტანა ათეულობით ათასი ლარი, კანონის მოთხოვნაა რომ 20% უნდა გადაეხადა ბიუჯეტისთვის, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ელემენტარულად მან იღორა და ის 20%-იც გამოიტანა. წაბრძანდა ამერიკაში, გაერთო და დრო გაატარა მეუღლესთან ერთად. ამავე დროს მისთვის და სააკაშვილისთვის კარგად ნაცნობ სენატორებს ძვირადღირებული საჩუქრები ჩაუტანა და მთელი ოფისი ხელფასის გარეშე დარჩა. ინკასოს ახსნიან, როგორც კი ის 20%-იან საშემოსავლოს შეიატნს ბიუჯეტში. როგორც ხედავთ მშრომელთა ბელადი საშემოსავლოს გადახდას თავს არიდებს”, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში.
ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა გიორგი გუგავამ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა “ლეიბორისტული პარტიის” ანგარიშები დააყადაღა.
კომენტარები