10 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 4-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება. გეგმას წარადგენს ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე.
ფედერაციის პრეზიდენტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად, 60 წელს გადაცილებულ ვეტერანებს, ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს თანხით დააჯილდოებს, ხოლო 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელებს ფედერაციის მიერ სპეციალურად მათთვის დაწესებულ პრემიებს გადასცემს.
კომენტარები