პარლამენტში ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ 2012 წლის 26 მაისს და წინა ხელისუფლების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
უმრავლესობის წევრები ფეხზე წამოდგნენ, რასაც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან პროტესტი და რეპლიკები მოჰყვა, რაც სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კომენტარები