ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას საპასუხოდ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ამსახველი ტრანსფარანტი გამოფინა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობამ ტრანსფარანტის გამოფენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დღის პირველ ნახევარში, უმცირესობამ ტრანსფარანტი – „არა, მედიის შტურმს“ განათავსა.
მდინარაძემ უმცირესობას ურჩია, აღნიშნული ტრანსფარანტი საკუთარ ადგილას გამოფინოს, რადგან უკეთესი ხარისხისაა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზში ბანერის განთავსების უფლება არ მისცეს, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება.
ბანერის გაკვრა საპარლამენტო უმცირესობის წევრ ელენე ხოშტარიას სურდა, რომელსაც ამის საშუალება მანდატურის სამსახურმა არ მისცა.
მანდატურის სამსახურის აკრძალვა ელემე ხოშტარიამ გააპროტესტა. დაპირისპირება დეპუტატებს შორის სწორედ აღნიშნულ საკითხს მოყვა.
მამუკა მდინარაძემ ელენე ხოშტარიას საპასუხოდ “იმედის“ დარბევის ამსახველი ტრანსფარანტი გამოფინა
2017/02/10 19:16:16
ნანახია: 3647 ჯერ