ქართული არხების ღია ეთერით მიღება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობთვის 2016 წლის 23 მაისიდან არის შესაძლებელი.
კერძო მულტიპლეს ოპერატორმა – შპს ,,სტერეო +“-მა დაასრულა სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დასაფარად. გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გულრიფშის, ახალგორის და ცხინვალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას 20-მდე ქართული არხის უფასოდ მიღების შესაძლებლობა აქვს.
როგორც კომპანიის დამფუძლენებლმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და თავისივე სახსრებით განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ სიგნალის მისაღებად საჭიროა დეციმეტრული ანტენა და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობა (SET –TOP-BOX).
კომენტარები