ვინ გითხრათ, რომ რაღაც ნაწილში ცუდად არ ვიქცეოდით?! კანიბალი ახსენეს და ჩავთვალოთ, რომ კანიბალი ვიყავი, ოღონდ აღარ ვჭამ ადამიანებს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ფარული მიყურადების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.
„ვინ გითხრათ, რომ რაღაც ნაწილში ცუდად არ ვიქცეოდით?! კანიბალი ახსენეს და ჩავთვალოთ, რომ კანიბალი ვიყავი, ოღონდ აღარ ვჭამ ადამიანებს, მოვდივარ და ვხედავ, რომ თქვენ იწყებთ დღეს კანიბალიზმს და გეუბნებით, რომ ცუდია. არა, რა კარგი გემო ჰქონიაო, თქვენ ლაპარაკობთ და აგრძელებთ ადამიანების ჭამას. ჩვენს შეცდომებს ვერავინ მოგვიხსნის, ვერც თქვენთან გადმობარგება, ისე, როგორც თქვენ მოუხსენით თქვენთან გადმობარგებულებს ცოდვები. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ წარსულზე არ ვილაპარაკოთ, მაგრამ დღევანდელი შეცდომების „გაპრავება“ წარსული შეცდომებით როგორ ხდება?!
ქალბატონმა ინაშვილმა და ბესელიამ ახსენეს, როგორ ვუძვრებოდით თურმე ლოგინში ჩვენს თანაპარტიელებსაც კი… დიახ, საზიზღრობაა. როდესაც მითხრეს, რომ კაცის კაცთან სექსუალურ კავშირზე დაიდო კადრები, არც კი ვნახე, როგორ შეიძლება გული არ აგერიოს, მაგრამ თქვენ რისთვის იბრძოდით, ბატონებო, რომ ეს არ გაკეთებულიყო თუ პორნოგრაფია გეყურებინათ?! თუ პრონოგრაფიის ყურების სურვილი გქონდათ, გეთქვათ და გაყურებინებდნენ. თქვენ ხომ იგივეს აგრძელებთ და გაცილებით უფრო მასშტაბურად?!“, – განაცხადა ბობოხიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ღიად ამბობდა, რომ მოსმენებს ახორციელებდა.