ნიკა მელია ლევან გვაზავას მიმართავს. შეგახსენებთ, რომ მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ცოტა ხნის წინ, დაახლოებით ათი პირი დააკავეს. ნიკა მელიას განცხადებით, ზვიად ჩოხელი, რომელიც აქციაზე მივიდა, ლევან გვაზავას მეგობარია.
“მე ვცადე კომუნიკაცია ლევან გვაზავასთან, დარწმუნებული ვარ ახლა მიყურებს. ადექი ლევან, გამოდი და პასუხი გაეცი ამ ხალხს. შენ გყავს მეგობრები “ქართულ ოცნებაში”. შენი მეგობარია ჩოხელი, ის შენს სახლში ცხოვრობს. დაშლას ვაპირებდით და ამ დროს მოვიდა ჩოხელი, რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი”-განაცხადა მელიამ.
კომენტარები