როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას: პროკურატურის განცხადება, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა და ამავდროულად პატრიარქის უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, იძლევა თუ არა იმის თქმით საფუძველს, რომ თავდაცვის ობიექტი იყო უშუალოდ პატრიარქი, თალაკვაძის თქმით, „ამის თქმის საფუძველს არ იძლევა“.
„არ გვაძლევს ამის თქმის საფუძველს. როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი სწრაფად ჩაფრინდა ბერლინში პატრიარქის უსაფრთხოების დასაცავად. გაძლიერებული ზომები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო – ამას შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს გარდა და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად.