პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი კახიანი გვარამიას შსს-ში არ გამოცხადების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით გვარამიამ მამუკა ახვლედიანთან საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაამტკიცა.
“ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობა შსს-მ დაადასტურა. თუ ეს ჩანაწერი რეალური და ავთენტურია, ეს იმას ნიშნავს, რომ კორუფციის გარკვეული ნიშნები არსებობდა. საუბარში სწორედ ეს იკვეთება. თუ ეს ასე არ არის, სწორი იქნება ბატონი ნიკა გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში, მისცეს შესაბამისი ჩვენება და რაც სწორია იმაზე ისაუბროს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.
კომენტარები