ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გამართული ბრიფინგი ტელეკომპანია „იბერიის” ეთერში შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო „15 წუთიანი თავის მართლება, პირდაპირ ეთერში”.
„ჩვენ ვნახეთ 15 წუთიანი თავის მართლება პირდაპირ ეთერში და ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ ამ ყველაფრის „გაპრავებას” სჯობს, მან პასუხი გასცეს იმაზე, თუ რატომ იბარებდა ანგარიშს სასამართლოს თავმჯდომარისაგან. სჯობს, ისაუბროს იმ კონკრეტულ მაგალითებზე, რაც ჩანაწერშია და თქვას, რატომ ხდებოდა სასამართლოს საქმეში ჩარევა”, – აღნიშნა მდინარაძემ.
კომენტარები