არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე პროკურატურასა და ხელისუფლებას საზოგადოება შეცდომაში არ შეუყვანია.
არჩილ თალაკვაძემ დასძინა, რომ მას 13 თებერვალს არ უთქვამს, რომ პირი, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა, საქართველოს პატრიარქია.
მისი თქმით, თუ რა ტიპის დანაშაული მზადდებოდა და ვის წინააღმდეგ, ამას გამოძიება დაადგენს.
“სამწუხაროა, რომ გამოძიების დასრულებამდე არაერთმა ადამიანმა, ოპონენტმა, პოლიტიკურმა პირმა ოპოზიციიდან სცადა, რომ თვითონ შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის სხვადასხვა ვერსია. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ეს ამბავი გამოიყენეს ეკლესიაზე სრულმასშტაბიანი იერიშის მისატანად და ეკლესიის ავტორიტეტის შესაბღალად. 13 თებერვალსაც ვთქვი და დღესაც იგივე პოზიციაზე ვარ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, უნდა ვაცადოთ გამოძიებას თავისი საქმე გააკეთოს. პრემიერის განცხადებაშიც ნათლად ჩანს იგივე პოზიცია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში შეუძლებელია, რომელიმე მედიამ გამოძიების დასრულებამდე წინასწარ დაადგინოს, თუ რა მოხდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.