ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეშფოთებულია რუსეთის მჭიდრო კავშირებით საქართველოს რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა 16 თებერვალს საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი ურთიერთობებს აღრმავებს საქართველოს რეგიონებთან – აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ რეგიონების აღიარებაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
კომენტარები