ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით, თურქეთში 32 ეჭვმიტანილი დააკავეს.
ქვეყნის უსაფრთხოების ძალების განმარტებით, დაკავებულები თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქრისტიანულ ეკლესიებში, სინაგოგებსა და ერაყის საელჩოში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.
თურქეთის სადაზვერვო სააგენტომ და სამართალდამცავმა უწყებამ ერთობლივი სპეცოპერაცია 9 პროვინციაში ჩაატარა.
კომენტარები