ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმა დაგმო.
“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები მიუღებელია. მშვიდობიანი მოსახლეობის ან სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ განზრახ მოქმედება წარმოადგენს ომის დანაშაულს და საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას”, – აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
კომენტარები