მედიის ინფორმაციით, შვედეთში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -43 გრადუსი დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას SVT ავრცელებს. ეს 1888 წლის შემდეგ ტემპერატურის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ყინვების გამო ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია, რამდენიმე რეგიონში კი ძლიერი ქარისა და თოვლის გამო გაფრთხილება გამოცხადდა. გზებზე რთული ვითარების გამო, ელექტრომომარაგების და მობილური კომუნიკაციების შეფერხებებია მოსალოდნელი.
ამასთან, ტემპერატურის დაბალი ნიშნული, -37,8 გრადუსი დაფიქსირდა ფინეთშიც, ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ილივიესკაში.
კომენტარები