პოლონელმა ფერმერებმა დღეიდან უკრაინის საზღვარზე მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს. როგორც ერთ-ერთმა პოლონელმა ფერმერმა განმარტა, ისინი საათში სამ სატვირთო მანქანას შეუშვებენ, ხოლო პროტესტი 3 თებერვლამდე გაგრძელდება.
„ჩვენ არ მიგვიღია წერილობითი დასტური, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ამიტომ განვაგრძობთ პროტესტს“, – აღნიშნავს აქციის მონაწილე.
მანამდე, მედიკაში პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი მივიდა და ფერმერებს განუცხადა, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.
პოლონელი ფერმერები მთავრობას სიმინდის სუბსიდირების და სოფლის მეურნეობის გადასახადის შარშანდელ ნიშნულზე შენარჩუნებას სთხოვენ.
კომენტარები