უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე ისევ სატვირთოების რიგია. თუმცა, ამჯერად მიზეზი დაბალი ტემპერატურა გახდა. დიდი გაბარიტების მანქანები ყინვის გამო ვერ გადაადგილდებიან.
საზღვარზე 12-კილომეტრიანი რიგი დგას. სატრანზიტო კრიზისი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტის ბლოკადა ორი დღის წინ შეწყვიტეს.
კომენტარები