ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ მკაცრად გმობს ეკვადორში შეიარაღებული ჯგუფების ბოლოდროინდელ თავდასხმებს და პირობა დადო, რომ აშშ გაზრდის თანამშრომლობას ეკვადორის მთავრობასთან.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ეკვადორში შეიარაღებული ჯგუფების მიერ ბოლო დროს განხორციელებულ კრიმინალურ თავდასხმებს კერძო, საჯარო და სამთავრობო ინსტიტუტების წინააღმდეგ”, – აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ აკვირდება სიტუაციას და მზად არის, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ეკვადორის მთავრობასთან თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად.
ჯონ კირბიმ ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს აშშ-ის ჯარების ეკვადორში გაგზავნის გეგმა.
9 იანვარს, ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ ქვეყანა შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაშია და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული კრიმინალური დაჯგუფებების განეიტრალების ბრძანება გასცა.