უკრაინამ სწრაფი კვების ქსელი Subway ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ კომპანიის 500-ზე მეტი რესტორანი, რომელიც რუსეთში ფუნქციონირებს, რუსეთის ეკონომიკას ეხმარება მაშინ, როდესაც ის უკრაინასთან ომს აგრძელებს.
“[უკრაინაში] რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ, Subway-ს არ დაუფიქსირებია რუსეთში ოპერაციების შემცირების შესახებ ინფორმაცია”, – აღნიშნეს უწყებაში და დასძინეს, რომ კომპანია კვლავ აგროვებს მოსაკრებელს რუსეთში არსებული ბიზნესიდან
კომენტარები