აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შეცდომა დაუშვა, როდესაც თეთრს სახლს თავისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ არ შეატყობინა.
ამასთანავე, ჟურნალისტების კითხვაზე, კვლავ სარგებლობს თუ არა ოსტინი თეთრი სახლის ნდობით, ბაიდენმა დადებითად უპასუხა.
6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1-ლი იანვრის საღამოს გადაიყვანეს არაგადაუდებელი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ოთხი დღის განმავლობაში არაფერი იცოდა.
კომენტარები