კიევში სოლომიანის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “კოსმოპოლიტში, საბავშვო სივრცეში ხანძარი გაჩნდა. როგორც უკრაინული მედია, კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით წერს, სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
“დედაქალაქის სოლომიანის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “კოსმოპოლიტიდან”, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს” – წერს კლიჩკო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
კომენტარები