ლიეტუვას ქალაქ კაუნასში გათამაშდა მედლების კიდევ ერთი კომპლექტი ქალთა შორის. ორი პროგრამის ჯამში 206.52 ქულით ანასტასია გუბანოვამ მე- 2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ წარმატებით კიდევ ერთი ისტორიული ფურცელი შეემატა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიას.
„ისევ პირველად, ქალთა შორის გვყავს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი და კიდევ მეტი, პირველად ისტორიაში საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ორ სახეობაში, სპორტულ წყვილებსა და ქალთა კატეგორიაში ვერცხლის მედლები მოიპოვა, რაც განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ევროპის ჩემპიონატებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის ისტორიაში. გილოცავთ!“, – აღნიშნულია ფერედაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.