ზალიკო ბერგერი გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს. ცნობილი დიზაინერი კლინიკაში კუჭის პრობლემებით მოხვდა.
“მე ძალიან მიყვარს წმინდა მატრონა, არ ვიცი, ვინ რამდენად გარკვეულია მის ძალაში. წმინდა მატრონა იმდენად დიდებული წმინდანია, რომ ყველას მფარველობს. ის რაღაც რომ მოხდა, სპეციალურად დავწერე, წმინდა მატრონას ვუხდი მადლობა ჩემი გადარჩენისთვის – მეთქი. მისი ბევრი ხატი მაქვს ორივე სახლში, “ცუდად რომ ვიყავი, ვყვიროდი, წმინდა მატრონა, დამეხმარე – მეთქი“. არ ვიცი, ეს სტალინი და რაღაცა, მაგრამ წმინდა მატრონას მადლი გფარავდეთ ყველას”-განუცხადა ბერგერმა ამბები.გეს
კომენტარები
