მასშტაბური სპეცოპერაცია საბერძნეთში და ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები გისოსებს მიღმა. დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია. მათ ყაჩაღობას, ძარცვას, მუქარას, გამოძალვას, ნარკოდანაშაულსა და ფულის გათეთრებას ედავებიან.
საქართველოს დაკავებული მოქალაქეების საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. უკვე დადასტურებულია, რომ სწორედ ქართული კრიმინალური ჯგუფი დგას ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინისა და ადგილობრივი პროკურორის სახლის ძარვის უკან, საიდანაც ბრალდებულებმა 200 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ძვირადღირებული ნივთები წაიღეს.
კომენტარები