დაჯგუფება „ჰამასი“ ორი ისრაელელი მძევლის დაღუპვის შესახებ იუწყება და ამტკიცებს, რომ ისინი ისრაელის ავიაიერიშმა იმსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „ჰამასმა“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დაღუპული მძევლების ცხედრები ჩანს.
დაჯგუფების განცხადებას გამოეხმაურა ოფიციალური ისრაელი. „ცაჰალი“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მძევლების დაღუპვას „ჰამასს“ აბრალებს. „ცაჰალის“ პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ეს „ჰამასის“ მორიგი ტყუილია“.
„შენობა, რომელშიც მძევლები იმყოფებოდნენ, ჩვენი სამიზნე არ ყოფილა“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ მძევლების გათავისუფლება მხოლოდ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლის გაძლიერებით იქნება შესაძლებელი.
კომენტარები