არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისთან გაერთიანდება, ვინ ვისთან შეუღლდება. არ გვაინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი პარტია არავისთან გაერთიანებას არ აპირებს.
„ჩვენ არავისთან არანაირ გაერთიანებას არ ვაპირებთ 2024 წლის არჩევნებისთვის. ჩვენი მიდგომა ასეთია და გვჯერა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის სწორი სტრატეგია“, – განაცხადა დაუშვილმა.
კომენტარები