გამარჯვებას კიდევ უამრავი თვე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ მას მივაღწევთ, – განაცხადა იასრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
“ჩვენ მიზანი სრული გამარჯვებაა. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ „ჰამასზე“ დარტყმები, არა მხოლოდ „ჰამასისთვის“ ზიანის მიყენება, არამედ „ჰამასზე“ სრული გამარჯვებაა”, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
“ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მთელი ძალით, სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს – ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას – და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მხოლოდ სამხედრო ზეწოლა გამოიწვევს მათ გათავისუფლებას; “ჰამასის” ლიკვიდაცია და რა თქმა უნდა, რომ ღაზა აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრული გამარჯვება ნიშნავს ღაზის სექტორის განიარაღებას, ისრაელის მიერ უსაფრთხოების სრულ კონტროლსა და ისრაელის კონტროლს ყველაფერზე, რაც ღაზაში შედის.