ბრიტანულ ტელეარხ Channel 4 News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მეტი დახმარება გაუწიოს უკრაინას.
“მქონდა შეხვედრები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან. როდესაც მათთან ვსაუბრობთ, პირისპირ ან გუნდში, უმეტეს შემთხვევაში, 99.9%-ში, ისინი ჩემს მხარეს არიან”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
“მანამდე ჩვენ ვერ გადავრჩებოდით აშშ-ის დახმარების გარეშე. ეს რეალური ფაქტია. რა თქმა უნდა, ვენდობი [მხარდაჭერის სიტყვებს], ძირითადად ვენდობი. დღეს მათი იმედი მაქვს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ძალიან დაეხმარა უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბურ შეჭრასთან გამკლავებაში.
“ვფიქრობ, შეუძლიათ მეტი დახმარება გაგვიწიონ, რათა გავიმარჯვოთ”, – დასძინა მან.
კომენტარები