კახეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმეში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩაერთო. უწყების განმარტებით, არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს ფსიქოლოგი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა, არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი. საქმეზე კვლავ გრძელდება სოციალური სამუშაო და გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით შესრულდება შემდგომი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვლისწინებით“, – აღნიშნავენ უწყებაში.
კახეთში გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგოზე, მამიდის ქმარმა იძალადა. მას შემდეგ რაც არა სრულწლოვანის ბიძამ მომხდარის შესახებ გაიგო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.