დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე გრაფიკი ამოქმედდა. ამის შესახებ კომპანია ჩერნომორენერგო იტყობინება.
კომპანიის ცნობით, “ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ორი დღის განმავლობაში, 2024 წლის 21 იანვრის 0.00 საათიდან 2024 წლის 23 იანვრის 0.00 საათამდე, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდებაზე დროებითი შეზღუდვები”.
აბონენტებს შუქი დღეში 4 საათით ექნებათ და ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები 23 იანვრის შემდეგ.
კომენტარები