“ჯერჯერობით არ ვიცით, მოხდება თუ არა იმ მტკიცებულებების გასაჯაროება, რომელიც მამალაძეს ეხება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძე თვლის, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ წამოწყებული საქმე სხვა ჭრილში გადავა. მისივე ვარაუდით, საქმეში მესამე ადვოკატის გამოჩენა ვითარებას შეცვლის. დიმიტრი ლორთქიფანიძე „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გაჟღერებულ განცხადებებსაც ეხმაურება, რომელიც ეკლესიის დაფინანსებას ეხება.
„ეს ისეთი თემაა, რასაც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ეკლესიის მტრების მიერ წამოწყებულ საკითხებზე მედია ნაკლებად უნდა ამახვილებდეს ყურადღებას. რაც შეეხება “რესპუბლიკელების” მიერ წამოჭრილ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, მათ უბრალოდ, დრო იხელთეს. საქმეში მესამე ადვოკატის გამოჩენა, ვთვლი, რომ ვითარებას სხვა ჭრილში გადაიყვანს და პროკურატურა პირველად ვერსიას შეცვლის“, -განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დიმიტრი ლორთქიფანიძე – “რესპუბლიკელებმა დრო იხელთეს”
2017/02/22 12:35:35
კომენტარები
ნანახია: 1457 ჯერ