ემოციას აყოლილი საზოგადოება გაიძახის ანტირუსულ ლოზუნგებს.-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა.
გიორხელიძე რუსეთთან სტაბილური სიტაციის შესანარჩუნებელ ერთ-ერთ რესურსად მოლაპარაკებებს მიიჩნევს. გიორხელიძე ანიტრუსულ პროპაგანდას „კრეტინიზმად“ აფასებს და საზოგადოებას ემოციური ლოზუნგების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„ქართულ რეალობაში ანტირუსული „კრეტინიზმი“ არის უმეცრება. თუ ვინმეს გონია, რომ აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორიაა, ძალიან ცდება, აფხაზი ხალხი არის იდენტური ქართველი ხალხის, აფხაზეთის ჩამოცილება არის დიდი დარტყმა კულტურაზეც კი და ამ პროცესის გაგრძელება კვლავ საფრთხედ რჩება.
პრობლემები არ იჭრება წლებია რუსეთთან, ქართული სახლმწიფოს სასარგებლოდ რუსეთთან მიმართებაში უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რაც რეალურად შეცვლის სიტუაციას.
როცა ემოციას აყოლილი საზოგადოება გაიძახის ანტირუსულ ლოზუნგებს, ესაა მხოლოდ სიბეცე“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განარტებით ვიზალიბერალიზაცია, მხოლოდ პრობლემებს გაამძაფრებს.
„ცუდი არაა იმის გამო ვიზალიბერალიზაცია, რომ ვიზებთან დაკავშირებით არსებულ კორუფციულ სქემებს მოსპობს, მაგრამ სხვა შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციამ შესაძლოა მხოლოდ პრობლემები გაამძაფროს.“-განაცხადა დემურ გიორხელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნციაზე.
დემურ გიორხელიძე – თუ ვინმეს გონია, რომ აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორიაა, ძალიან ცდება
2017/02/22 13:00:00
კომენტარები
ნანახია: 1448 ჯერ