ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრიარქოს დაფინანსების წესთან დაკავშირებით, რომლის შეცვლის ინიციატივით “რესპუბლიკური პარტია” გამოვიდა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
,,მე ვთვლი, რომ ეს ნაწილი შესაცვლელი არ არის. მივიჩნევ, რომ ეს ის საკითხია, რომელიც პარტიული დონიდან გადასაწყვეტი არ არის და ეს გადასაწყვეტია საერთო-სახალხო განხილვის შედეგად”, – განაცხადა გახარიამ.
კომენტარები