თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით იზრდება. ცვლილებები უკვე გადაეგზავნა საკრებულოს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ითხოვს გაზრდილი თანხიდან 2 მილიონი ლარის ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებს გადაერიცხოთ.
ფრაქციის წარმომადგენლების განცხადებით, შესაძლებელია ეს თანხა სარეზერვო ფონდს დაემატოს და კომპენსაციების გაცემაც იქიდან მოხდეს.
ინიციატივას ჯერ არც საკრებულოს უმრავლესობა და არც დედაქალაქის მერია არ გამოხმაურებია.
“ვითხოვთ რომ ამ 17 მილიონი ლარიდან 2 მილიონი ლარი გამოყოფილ იქნას ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ამ ადამიანებს ის მძიმე ვითარება, რომელიც მათ საეჭვოდ გაჩენილი ხანძრის შედეგად წარმოექმნათ,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
კომენტარები