უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობისთვის მიხეილ სააკაშვილის დასჯას ითხოვს უკრაინელი უფლებადამცველი ოლეგ კურჩინი.
ამის შესახებ გამომცემლობა „Сегодня.ua“ წერს.
უფლებადამცველი თვლის, რომ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ოდექის ოლქზე შეურაცხმყოფელად ისაუბრა.
გამომცემლობას სააკაშვილის სიტყბვებიც მოჰყავს: „რა თქმა უნდა, ისინი ხელს მიშლიდნენ, ვიცოდი, რომ ყველა ხელს შემიშლიდა, რამდენადაც ეს სეპარატისტული რეგიონია, მანდ ხელისუფლებაში ყველანი სეპარატისტები არიან“.
„ეროვნული შუღლის გაღვივებამ, რასაც მიხეილ სააკაშვილის ქმედება უწყობდა ხელს, შესაძლოა ოდესის, კიევის, დონეცკის, ლუგანსკის მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპიროს“, – აცხადებს უფლებადამცველი კურჩინი.
კომენტარები